Wednesday, September 28, 2016

გავიარე ინტელის სასწავლო კურსის 9 დღიანი ტრეინინგ კურსი, რომლის განმავლობაში
შევისწავლე პროექტის დაგეგმვა .ვიმუშავეთ გეგმის ცალკეულ მონაკვეთებზე,გავიგე საჭირო ინფორმაცია სტანდარტებთან დაკავშირებით,შევძელი პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, საავტორო უფლებების დაცვაზე, ასევე ვებ გვერდის შეფასებაზე. ვისწავლეთ  ფასილიტაცია, საინტერესო იყო,მოსწავლის მხარდასაჭერი ბუკლეტის შექმნა. ვთვლი, რომ კურსი იყო საინტერესო და არც თუ მარტივი ჩემთვის,  მადლობა ქალბატონო შორენა, თქვენი მოთმინებისათვის ! წარმატებებს გისურვაბთ.
პორტფოლიო

Thursday, September 22, 2016

დღევანდელი ტრეინინგი დავიწყეთ მასალის ბლოგზე ატვირთვის გახსენებით,შემდეგ ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, დავახარისხეთ მისაცემი დავალებები.ასევე როგორ მივაწოდოთ ეს დავალებები, რათა მოსწავლე მივიდეს საკვანძო საკითხამდე.ჩემთვის საინტერესო იყო, დავალების მოფიქრება არაქართულენოვანი ბავშვისთვის. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე,შევასრულეთ მოსწავლისათვის მხარდასაჭერი შაბლონი, რომელიც მას მოეხმარება დავალების შესრულებაში.

Tuesday, September 20, 2016

მეშვიდე დღე. დღევანდელ ტრეინინგზე გავიმეორეთ წინა შეხვედრაზე განხილული მასალა, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები და გავუკეთეთ კომენტარები, ვიმჯელეთ უკუკავშირის მიცემის ხერხებზე,ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარის შეფასების კრიტერიუმზე და დავასრულეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი. ძნელი აღმოჩნდა შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა.

Wednesday, September 14, 2016

ტრეინინგის მეექვსე დღეს,ვიმუშავე  მოსწავლის მიერ შესაქმნელ რუბრიკაზე:,,იცით  თუ არა რომ.. ", რომელშიც მოვათავსე საინტერესო ინფორმაციები პურის ცხობაზე, გავაფორმე გუგლიდან გადმოწერილი სურათებით.კიდევ ერთხელ გადავხედეთ და ვისაუბრეთ სტანდარტებზე.

Monday, September 12, 2016

დღევანდელ ტრეინინგზე დეტალურად გავიხსენეთ წინა შეხვედრაზე  განვლილი მასალა, შევქმენით პროექტის პრეზენტაცია, რისთვისაც დამჭირდა სურათების გადმოტვირთვა, პროექტის მიზნების შეტანა და ა.შ..და ავტვირთეთ დისკზე.  ასევე ვისაუბრეთ საავტორო ულებებზე, რისთვის არის საჭირო საავტორო უფლების დაცვა, როგორ დავიცვათ საკუთარი და არ დავარღვიოთ სხვისი უფლებები.

ყოველივე ეს, ჩემთვის არის ახალი და საინტერესო, მაგრამ არ დაგიმალავთ და, რთულიც. განვიცდი, როცა რამეს ვერ ვაკეთებ სათანადოდ!

Sunday, September 4, 2016

ტრეინინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პროექტებით სწავლებასა და აუცილებლობაზე,დავამზადეთ ბუკლეტები და გავხსენით ბლოგი.